საერთაშორისო კონფერენცია

კავკასიის საკაბელო ტელევიზიების და მედია ინდუსტრიის დღეები - 2018

 


2018 წლის 26-27 სექტემბერს, თბილისში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია „კავკასიის საკაბელო ტელევიზიების და მედია ინდუსტრიის დღეები - 2018“.

კონფერენციის მიზანია საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო სფეროში ახალი მიმართულებების, ტექნიკური და იურიდიული საკითხების, ტექნოლოგიების და მედია ინდუსტრიის განვითარების ტენდენციების განხილვა, სხვადასხვა კვლევებისა გაცნობა, აქტუალური პრობლემატური საკითხების გაანალიზება და შეფასება. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, საქართველოს ბიზნესომბუდსმენი, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის და საქპატენტის წარმომადგენლები, საკაბელო ოპერატორები, დარგის სპეციალისტები მთელი მსოფლიოდან, პროფესიული გაერთიანებები და ასოციაციები, აპარატურის მწარმოებელი კომპანიების და ტელეარხების წარმომადგენლები.